Anniversary

პერსონალური ღონისძიება

ჩვენი კომპანიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა მეგა VIP კატეგორიის პერსონალური საიუბილეო ღონისძიება, რომელიც  მთაწმინდის პარკში ჩატარდა.

ღონისძიების კონცეფციის მიხედვით, რომელიც ჩვენი კრეატიული გუნდის მიერ შემუშავდა, შეიქმნა ძველი ქართული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი დეკორაცია. სტუმრებს ეგებებოდნენ ქართულ ტრადიციულ სამოსელში გამოწყობილი მასპინძლები, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ყველის, ღვინის, ანტიკვარიატისა და ძელი ქართული სამოსელის კუთხეები. ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ასევე სპეციალურად ღონისძიებისთვის მოვიწვიეთ ცნობილი იტალიელი მომღერალი Zuccerro და ბრიტანელი მომღერალი Law deep t.  გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები: 3D პროექცია ინტერიერში, 3D ტორტი და ლედ ბუშტები. ღონისძიებას ამშვენებდა ტრადიციული ქართული სუფრა.

  • კლიენტი:

    კერძო პირი

  • ღონისძიების ადგილი:

    მთაწმინდის პარკი

  • სტუმრების რაოდენობა:

    300