თუ ღონისძიების საკუთარი ძალებით ორგანიზება გადაწყვიტეთ, ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებით. ღონისძიებების თემატურად გაფორმება, ვიზუალის შემოქმედებითი გადაწყვეტა, ღონისძიებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი რომელიც ერთობლიობაში ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას – ვანილა რენტალის დახმარებით თქვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაამშვენებს.

ყველა საჭირო ინვენტარი ვანილა რენტალში შეგიძლიათ იქირაოთ და არ დახარჯოთ დრო და ენერგია მათ სხვადასხვა ადგილას მოძიებაში.
ჩვენთან არის ყველა საჭირო მატერიალური და შემოქმედებითი რესურსი იმისთვის, რომ მოვიფიქროთ ნებისმიერი თემატიკის საუკეთესო ვიზუალური გადაწყვეტა, შევქმნათ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გარემო. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს, შერჩეული ინვენტარის ტრანსპორტირების, ინსტალაციის და დემონტაჟის ჩათვლით.

ჩვენთან შეგიძლიათ იქირაოთ ინვენტარი:


  • ფურშეტისთვის
  • გარე აქტივობებისთვის: ტენტები, მაგიდები, სკამები
  • საგანმანათლებლო/შემეცნებითი ღონისძიებებისთვის
  • გასართობი და კორპორატიული ღონისძიებებისთვის
  • ბრენდ-აქტივაციებისა და პრეზენტაციებისთვის
  • თემატური ღონისძიებებისთვის