MICE ტურიზმი ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებს მოიცავს, როგორებიც არის შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები.

MICE ტურიზმის მიმართულებით ჩვენი უპირატესობებია: გამოცდილება, პროექტების მართვა დაგეგმვიდან სრულ განხორციელებამდე და კვალიფიციურ და გამოცდილ კონტრაქტორებთან ურთიერთობა.

MICE ტურიზმის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:


  • ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება (ფორუმი, კონფერენცია, სემინარი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, თიმბილდინგი, მასტერკლასი, დეგუსტაცია, ექსკურსია)
  • ტურების მონაწილე ჯგუფების დაბინავება და ლოგოსტიკა
  • ტურების მონაწილეთათვის ექსკურსიისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება

ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზების მიმართულებით გთავაზობთ:

  • სტუმრების რეგისტრაციას
  • საინფორმაციო დახლის უზრუნველყოფას
  • დარბაზის დაჯავშნას
  • ნებისმიერი სახის ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფას
  • ღონისძიების ბრენდირებას
  • თარჯიმნის მომსახურებას (სინქრონული თარგმანი)
  • PR და მედიამხარდაჭერის უზრუნველყოფას

 

ტურების მონაწილე ჯგუფების მართვის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

 სტუმრების დაბინავება


  • სასტუმროს დაჯავშნა თბილისში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანში, ყაზბეგში და საქართველოს სხვა ქალაქებში
  • სასტუმროში რეგისტრაციის ორგანიზება როგორც ინდივიდუალებისთვის, ასევე დიდი ჯგუფებისათვის
  • სასტუმროში ინდივიდუალური და ჯგუფური კვების ორგანიზება
  • ყველა დეტალის მოგვარება, რაც დაკავშირებულია სასტუმროში დაბინავებასა და ცხოვრებასთან
  •  

    სტუმრების ლოგისტიკა

  • ავია და საგზაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა
  • აეროპორტში VIP გასასვლელის უზრუნველყოფა
  • თანმხლები პირის მომსახურების უზრუნველყოფა

 

ტურების მონაწილეთთვის გთავაზობთ შიდა საექსკურსიო ტურებსა და გასართობ პროგრამებს

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ჩვენს პროფესიონალ გიდებთან ერთად დაათვალიერონ თბილისის როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიული ნაწილი. მოინახულონ ღირსშესანიშნაობები და გაეცნონ ყველა მნიშვნელოვან ძეგლს.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს ქალაქის ფარგლებს გარეთაც. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოინახულონ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისეთი ძეგლები, როგორებიც არის ჯვარი და სვეტიცხოველი, ეწვიონ უფლისციხეს, სტალინის მუზეუმს, გორისციხეს. ერთი დღე გაატარონ კახეთის რეგიონის ულამაზეს ქალაქებში- სიღნაღსა და ყვარელში.

ექსკურსიები დატვირთულია  მრავალფეროვანი და  საინტერესო აქტივობებით, როგორებიც არის ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული ვორკშოპები, ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, ტრადიციული კერძების მომზადება, ა.შ.

დღის ბოლოს სტუმრებს ვუმასპინძლდებით ნამდვილი ტრადიციული სამზარეულოთი და ვთავაზობთ ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ელემენტებით შედგენილ შოუპროგრამას.