კორპორატიული ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება დიდი პასუხისმგებლობაა. მასზე დამოკიდებულია თქვენი როგორც ორგანიზატორის, ასევე თქვენი კომპანიის იმიჯი.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და წარმატებით განხორციელებული ათასობით პროექტი საშუალებას გვაძლევს ღირსეულად წარმოვაჩინოთ თქვენი კომპანია თქვენი სტუმრებისა და საზოგადოების წინაშე.

ჩვენ გთავაზობთ თქვენს ბრენდზე მორგებულ, უნიკალურ კრეატიულ იდეებს, შთამბეჭდავ ვიზუალურ გაფორმებას,  თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს პროექტის განხორციელებას იდეიდან შესრულებამდე, თქვენი მინიმალური მონაწილეობით.

თქვენს ღონისძიებას დაამშვენებს თანამედროვე ტენდენციებით გაფორმებული მაგიდა, მრავალფეროვანი ასორტიმენტის კერძებით.

ჩვენთან ერთად შეგიძლიათ დაგეგმოთ როგორც მცირე მოცულობის, ასევე გრანდიოზული სანახაობრივი ღონისძიებები:


  • კორპორატიული საღამო
  • ბრენდის, ან პროდუქტის პრეზენტაცია
  • კონცერტი, ფესტივალი
  • სამთავრობო შეხვედრა
  • VIP ღონისძიება
  • Grand Opening
  • Gala Dinner