კვების მომსახურება ნებისმიერი ღონისძიების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ხშირად მოწვეული სტუმრები ღონისძიების შეფასებისას პირველ რიგში მენიუს და მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმს აღნიშნავენ.

ვანილამ თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო საკუთარ ღონისძიებებზე კვების მომსახურების ხარისხს და საბოლოოდ შექმნა  ქეითერინგ კომპანია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის ტექნიკით და პროფესიონალი მზარეულებისა და მომსახურე პერსონალის გუნდით.

ვანილა ქეითერინგს აქვს შესაძლებლობა მაღალი სტანდარტის მომსახურება გაუწიოს, როგორც მცირე მოცულობის, ასევე გრანდიოზულ ღონისძიებებს, შესაბამისი ასორტიმენტით დააკმაყოფილოს ნებისმიერი თემატიკის ღონისძიება.

ვანილა ქეითერინგის მიერ ორგანიზებული ფურშეტი არის ის, რასაც თქვენი სტუმრები პირველ რიგში შეამჩნევენ და რაც შეიძლება დადებითად შეაფასებენ, მათ ყურადღებას არ გამორჩება თანამედროვედ გაფორმებული მაგიდა, კერძების მრავალფეროვნება, დაუვიწყარი გემო და კრეატიული ვიზუალი.

ვანილა ქეითერინგის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც კორპორატიულ, ისე კერძო ღონისძიებებზე, ქალაქის ფარგლებში და ქალაქგარეთ.
მომსახურებაში შედის ქეითერინგის სრული პაკეტი, რაც გულისხმობს ყველა საჭირო აღჭურვილობას, საკვებისა და აღჭურვილობის ადგილზე მიტანას, გაფორმებას და პერსონალის მომსახურებას

 

ქეითერინგის მომსახურების ფაგლებში გთავაზობთ:

  • ღონისძიებისთვის შესაბამისი მენიუს შედგენას
  • ფურშეტის ვიზუალის შემუშავებას
  • შერჩეული კერძების დამზადებას
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტის შეთავაზებას
  • ტორტების მრავალფეროვან სახეობას
  • ქეითერინგის სრულ ინვენტარს
  • პროფესიონალი მიმტანებისა და დამხმარე პერსონალის მომსახურებას

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან სამზარეულოს:

  • ქართული, ტრადიციოული
  • ევროპული
  • აზიური
  • ამერიკული
  • მედიტერანული
  • ექსკლუზიური
  • ჯორჯიან ფიუჟენი

შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მენიუ ჩვენი მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან:

  • ფურშეტი
  • ფიუჟენი
  • ბარბექიუ
  • საუზმე
  • კოქტეილი
  • ვეგეტარიანული
  • სამარხვო

ქეითერინგ მომსახურება გვეხმარება როგორც ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ეფექტურად ჩატარებში, ასევე თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის საუკეთესო კვების მოსახურების უზრუნველყოფაში.