0
წელი
0
კლიენტი
0
ღონისძიება
0
სტუმარი

ისტორია

ვანილას ისტორია 15 წლის წინ დაიწყო. ერთი ადამიანის სურვილი და მონდომება გარშემომყოფებისთვის ერთფეროვანი დღეები გაეხალისებინა, ჰობიდან პროფესიაში გადაიზარდა.
იმ წლებში, როდესაც საინტერესო არაფერი ხდებოდა, როდესაც ადამიანები დღესასწაულებს მხოლოდ საკუთარ ოჯახთან და ვიწრო წრეში, სახლებში აღნიშნავდნენ, თიკო ნიჟარაძემ (ვანილას დამფუძნებელი) გადაწყვიტა გასართობი ღონისძიებების ორგანიზების ტრადიცია დაემკვიდრებინა. სულ ცოტა ხანში ეს ღონისძიებები ბევრი ადამიანის, ნაცნობის, თუ უცნობის თავშეყრისა და დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილად იქცა.
თიკოს ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებები სულ უფრო მეტ ადამიანს იკრებდა და კიდევ უფრო დიდ ღონისძიებებს უყრიდა საფუძველს.

შემდეგ იყო ივენთების განყოფილების მენეჯერის და ქეითერინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია M Group-ში, მარკეტინგის მენეჯერისა და luxury ივენთების მენეჯერის პოზიცია GD Alco-ში, რასაც დაემატა საერთაშორისო გამოცდილება ირლანდიის ერთ-ერთ წამყვან ივენთ კომპანიაში.
ყოველი წარმატებული ღონისძიება კლიენტისთვის თიკოს პერსონას უკავშირდებოდა. ლოიალური კლიენტების სიმრავლემ უბიძგა მას შეექმნა საკუთარი ივენთ კომპანია.

ვანილას გუნდს წლიდან წლამდე ემატებოდნენ გამოცდილი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები.

დაფუძნებიდან რამდენიმე წელიწადში ვანილამ მომხმარებელს ღონისძიებების ორგანიზების სრული პაკეტი შესთავაზა, კორპორატიულ და პერსონალურ ღონისძიებებს დაემატა MICE ტურიზმის, ქეითერინგისა და რენტალის მიმართულებები.

კომპანიის მთავარი პრინციპი შექმნის პირველივე დღიდან მუდმივი განვითარება და პროგრესია. გუნდის წევრები პერიოდულად ესწრებიან საერთაშორისო ტრენინგებს და ეუფლებიან ახალ მიდგომებს და ტენდენციებს ღონისძიებების მართვაში.

დღეისათვის ჩვენს გუნდს განხორციელებული აქვს 2000-მდე ღონისძიება, ყავს 500-მდე ლოიალური კლიენტი, ფლობს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების აღჭურვილობას, საკუთარ ტერიტორიას გრანდიოზული ივენთებისთვის, ქეითერინგის მიმართულებას საკუთარი სამზარეულოთი, დანადგარებითა და მზარეულების მაღალკვალიფიციური გუნდით.

ნებისმიერი რთული იდეა, რომელიც ერთი შეხედვით აუხდენელი და არარეალურია – ჩვენი გუნდისთვის მორიგი საინტერესო გამოწვწვა და პორტფელში დამატებული კიდევ ერთი უნიკალური პროექტია.

უპირატესობები

მომსახურების სრული ციკლი

ვანილა პირველი ივენთ მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების სრული მომსახურება შესთავაზა....

სისწრაფე და მოქნილობა

ვანილას წარმატების უმნიშვნელოვანესი მიზეზი ღონისძიებების ორგანიზების სისწრაფე, მოქნილობა და უმაღლესი ხარისხია. ...

გამოცდილება

სანდოობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გამოცდილება - ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამახასიათებელი თვისებებია. ...

პროფესიონალიზმი

დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რომელიც ვანილას ღონისძიების შემდეგ სტუმარს მიჰყვება, ძირითადად ღონისძიების კრეატიულობის და ორიგინალურობის დამსახურებაა....